სიახლეები

3185 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე ღარიბაშვილს: ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან

"ბიბლიურ თავისუფლებასთან" დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ზურა ჯაფარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.

8 წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს ვიცი.

ამიტომ, იმედი მაქვს ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც ასავალ-დასავალის მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.

ასეთ შემთხვევაში, შენ და მეორე ირაკლიმ, რომელიც ასევე ვითომ ქვეყანაზე ზრუნავს, გადაა...თ ერთმანეთს.

მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - ასავალ-დასავალში გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლეთან" - წერს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, ერთ-ერთ პირველ და მთავარ საზრუნავად დაასახელა. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების  გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის სფეროში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს კატასტროფა და ტრაგედია, "გირჩს" კი სექტა უწოდა. 

„მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაცია, მცდელობა, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო. რომ ამ ორგანიზაციის, თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

კომენტარები