სიახლეები

227 Views
პოლიტიკა

როგორ გაგრძელდება აქცია #სირცხვილია? - "აქ რაღაც ვირეშმაკულ "ტრიუკებს" ვერ ჩაგვიტარებენ"

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია "სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან" დროებით დასრულდა. როგორც აქციის "სირცხვილია" ორგანიზატორები აცხადებენ, პარლამენტის შესასვლელებთან აქცია დასრულდა, თუმცა ტრადიციული აქცია, რომელიც პარლამენტის წინ უკვე 76-ე დღეა მიმდინარეობს, დღეს 19:00 საათზე, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათი პროტესტი პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენამ გაიმოწვია. ორგანიზატორებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოთავსდა. აქციის დარბევისა და ადამიანებისთვის თვალების დათხრის შემდეგ, დემონტრაციის მთავარი მოთხოვნა გახარიას გადადგომა გახდა, რასაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა გახარიას გაპრემიერებით უპასუხა. 

კომენტარები