3 სექ 2019
761 Views
პოლიტიკა

გახარია პრემიერად, გომელაური შსს-ში, ღარიბაშვილი - თავდაცვაში

ქართული ოცნების ოფისში, რამდენიმე წუთის წინ, მინისტრთა კაბინეტის ცვლილების შესახებ განაცხადეს.

მმართველმა გუნდმა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა.

როგორც გახარია აცხადებს, მის ადგილს შს მინისტრის პოსტზე სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას, ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი გახარია წარმატებული მინისტრი იყო და მან თავისი მოღვაწეობით დაიმსახურა მთავრობის სათავეში მოსვლა -

მე ვფიქრობ, მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნესომბუდსმენობიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი შს მინისტრი, ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, მას პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს.



კომენტარები