სიახლეები

“ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურთან Live გასაუბრებას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის

“ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახურთან Live გასაუბრებას სახელმწიფო ინსპექტორი შეისწავლის. ვიდეო, რომელიც რომელიც თამაზ მეჭიაურისა და კომისიის სხვა წევრებს წვევამდელთან გასაუბრებას ასახავს, თიანეთის მერიის "ფეისბუქ"-გვერდზე გამოქვეყნდა. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ დაირღვა თუ არა გასაუბრების პირდაპირ ეთერში გაშვებით პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი, შესწავლის შედეგად დადგინდება.

ამ ფაქტის შესწავლის თხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ერთ-ერთმა "ფეისბუქ" მომხმარებელმა, გიორგი თოფურიამ მიმართა. 


თამაზ მეჭიაურმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თიანეთის მერიის გვერდზე პირდაპირი ჩართვები ხშირია, თუმცა კომისიის სხდომა ლაივში პირველად გაუშვეს.

დამაინტერესა ამ თემამ. ფოსტაში ვნახე, მღვდელმსახური გამხდარა ვიღაც ჯარისგან გასათავისუფლებლად და ძალიან ცუდად მომხვდა თვალში, ამიტომ გადავწყვიტე სხდომაზე დასწრება და სხდომის საჯაროობაც“ - აცხადებს მეჭიაური.

კომენტარები