სიახლეები

299 Views
ციტატები

ხვიჩია: ძალიან ცუდი რამ იკადრა ბატონმა თამაზ მეჭიაურმა

ძალიან ცუდი რამ იკადრა ბატონა თამაზ მეჭიაურმა. არ ველოდი, რადგან არ არის ეს კარგი საქციელი რაც ჩვენ დავინახეთ. ძალიან ცუდი საყურებელი იყო რაც ხდებოდა საჯარო სამსახურში, სახელმწიფო ორგანოში როგორ ეპყრობოდნენ მოქალაქეს. პრობლემა იმასთან გვაქვს, რომ არანაირი ეთიკა არ არსებობს როგორც ეპყრობიან ადამიანებს. ეს მარტო მეჭიაურის თემა კი არ არის, სხვა ბიურკრატიაც სამწუხაროდ ასეა ამ ქვეყანაში, თუკი ის გრძნობს რომ რაღაც უფლება აქვს ადამიანზე, იძალადოს

- ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ თიანეთის წვევამდელთა გაწვევის კომისიის ვიდეოსთან დაკავშირებით "ნეტგაზეთთან' ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ვიდეო თამაზ მეჭიაურის და კომისიის სხვა წევრებს წვევამდელთან გასაუბრებას ასახავს, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებისთვის “გირჩის” დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის “ბიბლიური თავისუფლება” ცნობა წარადგინა. კომისიის წევრებმა კი მას დეზერტირი და სამშობლოს მოღალატე უწოდეს და ჯარში წასვლას აიძულებდნენ.

თამაზ მეჭიაურმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა დეზერტირია, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის დასაღწევად ფულს იხდის.

კომენტარები