სიახლეები

როდის დაიწყება გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა?

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე პირველ საშემოდგომო სესიაზე გამსვლელი კანონპროექტები განიხილეს. ამ სიაში ისევ ვერ მოხვდა გირჩის მიერ ინიცირებული  კანონპროექტები.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, სხდომაზე განაცხადა, რომ ესმის ევროინტეგრაციის პროცესის და 12 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელობა, თუმცა ამ თემის გარდა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აწუხებს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში დავსვი კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი განვიხილოთ, რომელიც ძირითადად ციხეში უკანონოდ მსხდომი ადამიანების ამნისტიას ეხება. რისი მიზეზიც საკონსტიტუციო გადაწყვეტილების არ აღსრულებაა, იქნება ეს ბირჟა მაფიის თუ კანაფის საქმე.

არსებობს ასევე სხვა კანონპროექტებიც რომლებიც გირჩის აზრით, ადამიანებს აწუხებს და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ეს კანონპროექტები განვიხილოთ. მესმის, რომ შეიძლება მხარი არ დაუჭიროთ, არ იყოთ მათი გულშემატკივრები, მაგრამ მეტი რა უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი უბრალოდ განვიხილოთ.

გირჩმა კანონპროექტების უმეტესობა საგაზაფხულო სესიამდე შეიტანა, მათი უმეტესობა კი ჯერაც არ არის განხილული და არც ვადებია ცნობილი როდის მოხდება ეს. პარალელურად პარლამენტში შედის კანონპროექტები, რომელთა მოსმენაც დაჩქარებული წესით ხდება, ზოგიერთს დღეში ორი მოსმენითაც იღებენ.

ხვიჩიას თქმით, მას არც ამ კანონპროექტების დაჩქარების მიზეზი ესმის და არც ის, თუ რატომაა ისინი გირჩის კანონპროექტებზე პრიორიტეტული.

ბატონო თავმჯდომარევ შეგიძლიათ პირობა მომცეთ, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე ამ კანონპროექტების განხილვა დასრულდება?!

რა გავაკეთო რომ ეს მოხდეს, იქნებ ლოცვაა საჭირო, ან რამე სხვაა გასაკეთებელი და მე ეს არ ვიცი, მხარდაჭერას არ გთხოვთ, განხილვას გთხოვთ, რომ ეს თემები დისკუსიების საგანი გახდეს და თუ ვინმე უარს მეტყვის ვიცოდე რატომ ხდება ასე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის აპარატს სთხოვა ინფორმაციის მოძიება კანონპროექტებზე, რომელიც ჯერ არ განხილულა, რათა გაარკვიონ, სად რა მდგომარეობაა და რამდენჯერ მოხდა ამა თუ იმ კანონპროექტის გადავადება.

მისივე თქმით, კომიტეტების თავმჯდომარეებთან კომუნიკაცია ექნება, რათა შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს კომიტეტებზე ანგარიშების განხილვა, რომ ამ საკითხებმა შემდეგ სესიაზე გადაინაცვლონ.

გირჩის მიერ წარდგენილი კანონპროექტები:

  1. კანაფის კანონპროექტი - არ დაიჭირო
  2. უკუძალის კანონპროექტი
  3. ცესკოს სერტიფიკატების კანონპროექტი (მიღებულია)
  4. კანონპროექტი პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობის შესახებ
  5. როვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება - ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით (განხილულია)
  6. კანონპროექტი ოჯახის წევრი პატიმრების ერთმანეთთან კომუნიკაციის შესახებ
  7. იარაღის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 

 

Comments