სიახლეები

37 Views
პოლიტიკა

მშვიდობიანი რევოლუცია

ბელარუსში მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა ზაფხულში მოხდა, როცა ასობით ათასი ადამიანი გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გამოვიდა. მაშინ მმართველ გუნდს არა რამდენიმე პროცენტის მოპარვაში ადანაშაულებდნენ, როგორც ჩვენთან, არამედ კარგად დოკუმენტირებული და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ რამდენიმე ათეული პროცენტის გაყალბებაში. ოპოზიციის ლიდერების მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა და ხალხში დიდი იმედიც გააჩინა. თუმცა მალევე მშვიდობიან აქციებს პოლიციის აგრესიული პასუხი მოჰყვა, მათ შორის ადამიანის მსხვერპლიც. მაგრამ ორგანიზატორებმა მკაცრად განაცხადეს, რომ აქციები მშვიდობიანია და არ მიმართავენ ძალის გამოყენებას (მიუხედავად იმისა, რომ ლოკალურად უკვე იწყებოდა პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა) და იმ დროს, როცა აქციის მონაწილეებს სცემდნენ და იჭერდნენ, პროტესტის ლიდერები მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ.

როცა პროტესტის მონაწილეები მიადგნენ ოკრესტინას - პოლიციის განყოფილებას, სადაც სასტიკ ცემას, გაუპატიურებასა და წამებას ჰქონდა ადგილი, მათ ძალას ისევ არ მიმართეს და მშვიდობიანად ეხმარებოდნენ იქიდან გამოსულ წამების მსხვერპლებს. ასე გრძელდებოდა არა ერთი კვირა და დღეს ეს პროტესტი დიდწილად ჩახშობილია. და სანამ საზღვარგარეთ გაქცეული პოლიტიკური ლიდერი ლუკაშენკოს რეჟიმზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად ათამდე ადამიანი იყო მოკლული, რამდენიმე ასეული დაჭრილი და 33 000 (ოცდაცამეტი ათასი) აღმოჩნდა ციხეში

მორალი: ამ, პოლიტიკოსების მიერ მშვიდობიანი აქციების წარმატებაში დარწმუნებული, ადამიანების, დიდწილად ახალგაზრდების, სიცოცხლის დანგრევა, რა თქმა უნდა ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის წარმომადგენლებსა და უშუალოდ ლუკაშენკოზეა, მაგრამ ასევე იმ პოლიტიკოსებზეც, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილზე უარი თქვა და თავი და სხვებიც მოატყუა, რომ რეჟიმის შეცვლისთვის მხიარული და კრეატიული მიტინგები იქნება საკმარისი

ისტორიაში ბევრი მაგალითია, როცა რევოლუცია ადამიანური მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა ერთი მხრივ, რევოლუციონერების სერიოზულობა იყო ნათელი, ხოლო მმართველ გუნდს ძალის გამოყენების შესაძლებლობა თუ გამბედაობა აღარ ჰქონდა

რამდენად ნიღბებით და სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვილი, წარსულში მმართველი გუნდის ქომაგები და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი და მათთან გაერთიანებული პოლიტიკოსები მართლა პრინციპულები არიან, მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ერთი ადგილი არ გაქვს და მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას არ აპირებ: დარჩი სახლში! შეინარჩუნე შენი მიმდევრების ჯანმრთელობა და ცხოვრება.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

Comments