სიახლეები

13 Views

კანონპროექტი 26 მაისისა და 7 ნოემბრის მოვლენების მონაწილე პირთა ამნისტიის შესახებ

საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

 

        ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებლის მიზნით, რათა საბოლოოდ დასრულდეს საზოგადოების დაყოფა დაპირისპირებულ მხარეებად, და შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში საქართველოს პარლამენტი, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშულებზე, ამ კანონის შესაბამისად, დროებით და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას. 

        მუხლი 1. 

  1. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. 
  2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
  3. ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
  4. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

      მუხლი 2. 

       ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ასევე ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. 

      მუხლი 3.     

  1. გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება. 
  2. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.          
  3. თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.  
  4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის: 

      ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; 

      ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.  

  1. ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს:

       ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით;  

      ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.  

  1. თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.    
  2. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს გენერალური პროკურატურა. 

      მუხლი 4.   

  1. პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. 
  2. პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა: 

     ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; 

     ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

  1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის: 

      ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; 

      ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.  

      მუხლი 5. 

      ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.

      მუხლი 6.       

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                                სალომე ზურაბიშვილი

 

 

განმარტებითი ბარათი

საქართველოს კანონის პროექტზე „ამნისტიის შესახებ“

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი

 ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებლის მიზნით, რათა საბოლოოდ დასრულდეს საზოგადოების დაყოფა დაპირისპირებულ მხარეებად და შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში, საქართველოს პარლამენტი, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშულებზე, ამ კანონის შესაბამისად, დროებით და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას. 

 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

 წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების ლოგიკურობა გამომდინარეობს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს  „სამომავლო  გზა  საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებიდან,  რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფლიქტისა და უთანხმოების მიზეზების აღმოფხვრა.

ჩვენი აზრით, ქართულ საზოგადოებას სჭირდება გამოვიდეს წარსული შეცდომების ტყვეობიდან და შეძლოს ახალი ფურცლიდან ცხოვრების გაგრძელება. კანონის მიღება კი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 კანონპროექტის მიღების შედეგად შესრულდება 2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნები და გადაიდგმევა მნიშვნელობანი ნაბიჯი, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განსამუხტად.

 ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

 კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი   პასუხისმგებლობისა   და სასჯელისაგან  თავისუფლდება  ყველა  ის პირი,   რომელმაც  2007   წლის  7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2007   წლის  7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან  დაკავშირებული  დანაშაულის  მომზადება  ან  მცდელობა ჩაიდინა.        სისხლისსამართლემსჯავრზეც.    2007   წლის  7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან   დაკავშირებული   დანაშაულის   ჩადენისთვის   სასჯელის   სახით შეფარდებული ჯარიმა,  რომელიც აღსრულებულია,  მსჯავრდებულს ბრივი    პასუხისმგებლობისა    და    სასჯელისაგან გათავისუფლება  ვრცელდება  პირობით  არ დაუბრუნდება. ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,  1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ასევე 2011 წლის 26 მაისის ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც შედეგად ადამიანების გარდაცვალება მოჰყვა.

 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

 კანონპროექტი შედგენილია ქართული ოცნების მიერ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ ინიციირებული ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთებით და ეფუძნება იგივე პრინციპებს

 ა.ე)  კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,  ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

 კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

 ასეთი არ არსებობს.

 ბ)     კანონპროექტის   ფინანსური   გავლენის   შეფასება   საშუალოვადიან   პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა)  კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

 კანონპროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 ბ.ბ)კანონპროექტის  გავლენა  სახელმწიფო  ან/და  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

 კანონპროექტის მიღება არსებით გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე.

 ბ.გ)  კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითნაწილზე.

 ბ.დ)   სახელმწიფოს  ახალი  ფინანსური  ვალდებულებები,    კანონპროექტის  გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

 კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.

 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,  იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

 კანონპროექტის თანახმად, შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.

 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

 კანონპროექტით  არ  დგინდება  ახალი  გადასახადი,    მოსაკრებელი  ან  სხვა  სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები,  მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები.

 ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:

 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან 

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

 გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

 კანონპროექტი  არ  ეწინააღმდეგება  საერთაშორისო  ორგანიზაციებში  საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, პირიქით კანონპროექტის ავტორთა აზრით, ეს კანონპროექტი წარმოადგენს ხელშემწყობს ევროინტეგრაციის მიმართულებით

 გ.გ)      კანონპროექტის   მიმართება   საქართველოს   ორმხრივ   და   მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე,  ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლიან/დანაწილი:

 კანონპროექტი   არ   ეწინააღმდეგება   საქართველოს   ორმხრივ   და   მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან / შეთანხმებასთან. 

 გ.დ)   არსებობის  შემთხვევაში,    ევროკავშირის  ის  სამართლებრივი  აქტი,   რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,  საქართველოსა და,  მეორე მხრივ,   ევროკავშირსა  და  ევროპის  ატომური  ენერგიის  გაერთიანებას  და  მათ  წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

 ასეთი არ არსებობს.

 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

 დ.ა)   სახელმწიფო,   არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,   რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის  შემუშავებაში,   ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 ასეთი არ არსებობს.

 დ.ბ)   კანონპროექტის  შემუშავებაში  მონაწილე  ორგანიზაციის  (დაწესებულების)   ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

 ასეთი არ არსებობს.

 დ.გ)  სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,   იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

 ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.

 ე) კანონპროექტის ავტორი:

 საპარლამენტო პარტია „გირჩი“. 

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

პარლამენტის წევრები ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია

 

Comments