სიახლეები

18 Views

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება ინფორმაციის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:  

  1. მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, 53 ””პუნქტი:

 ,,53. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს პარლამენტის წევრს.’’

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                         სალომე ზურაბიშვილი

 

 

 განმარტებითი ბარათი
საქართველოს
ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:

როვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო. ამასთანავე ანონში განსაზღვრული არ არის კონკრეტულად რის საფუძველზე წყდება ვადების გონივრულობა.

მოქმედი კანონმდებლობა იძლევა საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის ინფორმაციის დაფარვის და საზედამხედველო საქმიანობის შეზღუდვის საშუალებას, რაც შესაძლებელია ეროვნული ბანკის მიერ ბოროტად იქნას გამოყენებული. რადგან მას განუსაზღვრელი მოცულობის ინფორმაციის და განუსაზღვრელი ვადით გასაიდუმლოების უფლება აქვს, თანაც არ არის ვალდებული ახსნას გასაიდუმლოების მიზეზი.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლი ადგინეს პარლამენტარის უფლებამოსილებას ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, აღნიშნული უფლება იმპლემენტირებული არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლიში, რომელის პირველი მუხლი ადგენს შემდეგ წესს : ,,პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა. ‘’

აღნიშნული წესი რომ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილებასაც გულისხმობს, ამავე მუხლის მე-7 პუნქტში ნათლად ჩანს :   „კითხვაზე პასუხი პარლამენტის აპარატის მიერ გადაეცემა კითხვის ავტორს და ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.’’

კონფიდენციალური ინფორმაცია რომელის საქართველოს პარლამენტარის განკარგულებაში იქნება არ გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, აღნიშნული დათქმა მიუთითებს იმას რომ ამგვარი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს კანონი პარლამენტარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიცემული ამგვარი საკანონმდებლო დისკრეცია, არამხოლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს ზრდის, არამედ არღევევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

ამასთან, საზედამხედველო ორგანოსთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ზრდის ეროვნული ბანკის მხრიდან, მის მიერ ძალაუფლების არამიზნობრივად გამოყენების ან შეცდომის დაშვების რისკს, კონკრეტულად ფასების სტაბილურობის საფრთხის შემცველი გადაწყვეტილების მიღების რისკს.

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:

კანონპროექტის მიზანია, საქართველოს პარლამენტის,  საქართველოს ეროვნულ ბანკზე საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით შეუძლებელი არის საქართველოს პარლამენტის წევრმა განახორციელოს მისთვის საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, ინფორმაცია გამოითხოვოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოდან.

კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს პარლამენტის საქართველოს ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება, ექნებათ რა კონკრეტულ პარლამენტის წევრებს უფლება მოითხოვონ შესაბამისი, მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კანონის ამავე მუხლის მეხუთე პუნქტით, მიუხედავად მათი დანარჩენი საზოგადოებისაგან გასაიდუმლოების შემთხვევაში. შემცირდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო რისკები ან მსგავსი რისკის დადგომის შემთხვევაში შემცირდება მისი აღმოჩენისა და ლიკვიდაციის პერიოდი.

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:

კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს პარლამენტის საქართველოს ეროვნულ ბანკზე განხორციელებული საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება, ექნებათ რა კონკრეტულ პარლამენტის წევრებს უფლება, ეროვნული ბანკისაგან მოითხოვონ შესაბამისი, მათთვის საინტერესო ინფორმაცია, შემცირდება ეროვნული ბანკის მხრიდან მათ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო რისკები ან მსგავსი რისკის დადგომის შემთხვევაში შემცირდება მისი აღმოჩენისა და ლიკვიდაციის პერიოდი.

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:

მოცემული კანონპროექტის მიხედვით, “აქართველოს  ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მეოცე მუხლის მე-52 (სეკუნდა)  პუნქტის შემდეგ ემატება მე-53 (ტერცია) პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ვალდებული იქნება კანონით დადგენილი წესით და ვადებში, პარლამენტის წევრს გადასცეს ამავე კანონის ამავე მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):

კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:

კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას.

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):

ასეთი არ არსებობ

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:

კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებით ხარჯების გაღებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:

კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:

კანონპროექტი გავლენას არ ახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:

კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.

1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:

კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:

კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:

ასეთი არ არსებობს.

დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ასეთი არ არსებობს.

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:

ე) კანონპროექტის ავტორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

ვ) კანონპროექტის ინიციატორი:

საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი

Comments