სიახლეები

კანაფის დეკრიმინალიზაციის პროექტს კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყავს

2018 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან[1] შეუსაბამობის გამო კანონიერი გახადა მარიხუანას/კანაფის მოხმარება საქართველოში და ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციული სანქცია გააუქმა (1/3/1282 გადაწყვეტილება).

ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალურად აღსრულდეს. კერძოდ, თუ კანაფის მოხმარება ადამიანის უფლება და არჩევანია, აბსურდია გაზრდა, შენახვა ან გაყიდვა იმდენად მძიმე დანაშაული იყოს, რომ საზოგადოებისგან იზოლაციით ან მნიშვნელოვანი უფლებების შეზღუდვით ისჯებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ შემთხვევას იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე კონსტიტუციის შინაარსთან კანონმდებლობის შესაბამისობა უკვე პარლამენტის გასაკეთებელია.

სამ წელზე მეტია კანონმდებლობა კონსტიტუციასთან არ არის აზრობრივ შესაბამისობაში. შეუძლებელია კიტრის ჭამა კანონიერი იყოს, ხოლო მისი ნებისმიერი ფორმით მოპოვების მცდელობა ისჯებოდეს.

ჩვენი აზრით, ნებისმიერი სასჯელი უდანაშაულო ადამიანისათვის არის არაპროპორციული და ღირსების შემლახველი, ხოლო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საზოგადოებისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებისათვის წარმოგვიდგენია.

ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად 5 ნოემბერს, დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომლითაც გვინდა კანაფის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების გამოყენებისათვის სისხლის სამართლის სანქციის (ციხის) გაუქმება.

ტექნიკურად სისხლის სამართლის კოდექსიდან საჭიროა წავშალოთ 273-ე პრიმა მუხლი, რომელიც ეხება მცენარე კანაფის/მარიხუანის

  1. შეძენას,
  2. შენახვას,
  3. გადაზიდვას,
  4. გადაგზავნას,
  5. გასაღებას

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფისა და მისი პროდუქტების ნებისმიერი ოდენობით შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან/და გადაგზავნისათვის მსჯავრდებული 84 ადამიანი განთავისუფლდება საპატიმროდან, 311 ადამიანს მოეხსნება პირობითი სასჯელი.

თუ სამართლიანი გგონიათ და ეთანხმებით ამ ინიციატივას შემოგვიერთდით კანაფის მოყვარულთა საზოგადოებაში https://www.legalize.ge/.

 

[1] კონსტიტუციის მუხლი

Comments