სიახლეები

სადეპუტატო წერილი კანაფზე დაპატიმრებული და დაჯარიმებული პირების შესახებ

პარასკევს, 19 ნოემბერს ორი სადეპუტატო წერილით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს.

პირველ წერილში კანაფზე დაპატიმრებული 84 პირის სასამართლო გადაწყვეტილებები გამოვითხოვეთ.

მოგესალმებით,

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია:

1. თქვენს მიერ გამოგზავნილ №10944 წერილის დანართი 1- დან შევიტყვეთ, რომ 2021 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პენიტენციალურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 84-ს, გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ ადამიანების მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი.

ადრე გამოვითხოვეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან, თუ რამდენი ადამიანი იხდიდა სასჯელს კანაფისა და მისი პროდუქტების მოხმარებისთვის და გავიგეთ, რომ 84 ადამიანია ასეთი. ახლა გამოვითხოვეთ ამ 84 ადამიანის სასამართლო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ზიან ციხეში, როდესაც ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს შევისწავლით გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რაზე იჭერენ ახლა საქართველოში და რამდენად ერთგვაროვანია პრაქტიკა.

                                                                                                                                                                    - გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

მეორე წერილი ეხება  მუხლი 273​1.  მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებაისთვის 2020 – 2021 წლებში გამოწერილ ჯარიმებს.

 

მოგესალმებით,

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე, გთხოვთ, მომაწოდოთ ინფორმაცია:

  1. 2020 – 2021 წელს რამდენი პირი არის დაჯარიმებული  273​1. მუხლის საფუძველზე?
  2. ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ რა თანხა შედის ბიუჯეტში 273​1. მუხლის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმებით?
  3. 273​1. მუხლის საფუძველზე რამდენი პირს აქვს სანქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაკისრებული?
  4. რამდენი ადამიანი არის დაჯარიმებული სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული დანაშაულისთვის კანაფის ჯგუფის ნივთიერებების არსებობის გამო.

ეს ინფორმაცია კანაფის კანონპროექტისთვის გვჭირდება, კონკრეტულად ფინანსური ნაწილისთვის, რათა წარმოვიდგინოთ დაახლოებით რამდენი ადამიანი აღარ გადაიხდის ჯარიმებს და რა თანხა დააკლდება ბიუჯეტს. 

                                                                                                                                                   - გვითხრა თეკლა მებურიშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ჩვენს წერილებზე საპასუხოდ 2 კვირა აქვს.

ვინც გვეთანხმებით, რომ იმ მცენარის გამო. რომლის მოხმარებაც ქვეყანაში ლეგალურია ადამიანებს აღარ უნდა იჭერდნენ შემოგვიერთდით https://www.legalize.ge/

გაეცანით კანონპროექტს.

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

Comments