სიახლეები

ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობას ელტვის, მისითვე განიგმირება

ახლა რაც გვჭირს ყველაფერი საკონსტიტუციო უმრავლესობის ბრალია.


როცა ძალაუფლების მიტაცებაზე ისედაც ხარ ორიენტირებული, საკონსტიტუციო უმრავლესობა გეუბნება, რომ ქვეყნის სამართავად სხვასთან კონსულტაცია და სხვისი აზრის გათვალისწინება არ გჭირდება.

საკონსტიტუციო უმრავლესობა გეუბნება, რომ ყველაფრის უფლება გაქვს.
შეგიძლია სულელი აარჩევინო ხალხს პრეზიდენტად. სპიკერებად კი პანეგერისტი კომკავშირელები გყავდეს, რომლებიც სიტყვებს ამბობენ მაგრამ აზრს - არა.
სამაგიეროდ, მოძრაობაზე ხვდებიან შენ რა გესიამოვნება, სხვა არაფერი არ აინტერესებთ.


სასამართლოს ჯიბეში ჩადებაც და ხალხთან საბჭოთა მილიციის ენით საუბარიც, საკონსტიტუციო უმრავლესობის დამსახურებაა.
"ტეხასმოტრი", მანქანების თეთრად გადაღებვაც, მარჯვენასაჭიანების აკრძალვაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის გამო გაიტანეს.
ორ ლარიანი სიგარეტი რომ ექვსი ლარი ღირს, მაგასაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ვაბრალებ.
საპენსიო რეფორმასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა და როგორც ჩანს, მშენებლობის დატორმუზებასაც.
პროკურატურა ხომ ყოველთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარეს დგას და არა - ხალხის.
შესაბამისად, ადამიანებს სისტემის მიმართ შიშის განცდა რომ დაუბრუნდათ, ეგეც საკონსტიტუციო უმრავლესობის ბრალია.
რომ არ დაგვავიწყდეს, განვადებით ტელეფონი რომ ვერ გამოგვაქვს, ეგეც საკონსტიტუციო უმრავლესობის დამსახურებაა.
ეკონომიკა რომ არ იზრდება - ეგეც.
ახალი კონსტიტუცია, რომ მივიღეთ და საკონსტიტუციო უმრავლესობის გარდა არავინ რომ არ დაეთანხმა, ეგეც იმიტომ მოხდა, რომ არ იყო აუცილებელი.
ბიძინა რომ მეორე ტურის წინ დაგვემუქრა და ერთი წელი ითხოვა ჩვენს მოსარჯულებლად, ეგეც საკონსტიტუციო უმრავლესობით გათამამებას უნდა მივაწეროთ.
ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი რო გვყავს - ეგეც.

ყველა ის სიგიჟე, რომელიც მეორე ვადაში მოაწყო მთავრობამ, საკონსტიტუციო უმრავლესობის ბრალია.
პირველ ვადაში ასე ხომ არ იქცეოდნენ.


საკონსტიტუციო უმრავლესობა გიქმნის განცდას, რომ მოსახლეობის 3/4 შენი მომხრეა, მაგრამ არჩევნებზე 48% გაქვს აღებული.
80%-იც რომ გიჭერდეს მხარს არჩევნებზე, 20%-ს თუ ძალიან ეზიზღები და შენთან თანაარსებობა ორგანულად არ შეუძლია, დაგამხობენ.
როცა საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს ამას ვერ გრძნობ.


ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობას ფლობს, მისითვე განიგმირება.
ამ პროცესს ვხედავთ ახლა.
ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერავინ გადაარჩენს, ჩვენ ვიცით სად იქნება მათი ადგილი ისტორიაში.
ერთადერთი სწორი სვლა აქვთ, სამუდამოდ მოსპონ საკონსტიტუციო უმრავლესობით ვინმეს მოსვლის შანსი.
პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერით, არის ამის ერთადერთი გზა, ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და ის 2020 წლის მერეც გვჭირდება.
ჩვენზე მეტად ეს მეცხრე მოწვევის საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრებს ან ყოფილ
წევრებს სჭირდებათ, სხვა ვერაფერი "გააპრავებთ" ისტორიასთან.

P.S. თუ არ გინდათ, ვინმეს ჭკუაზე მოსიარულე, შემთხვევითი ხალხი იყოს პარლამენტში
საკონსტიტუციო უმრავლესობით და ისინი თქვენს მომავალს განსაზღვრავდნენ,
პოლიტიკის დაფინანსებაზე და თქვენი ხალხის შეყვანაზე უნდა იფიქროთ პარლამენტში.

როგორც იცით, გირჩი ამის შესაძლებლობას სამი ფორმით გთავაზობთ:


1. დააფინანსოთ პოლიტიკური პარტია
თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE60TB7791136080100005
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE74BG0000000101146034GEL
მიმღები: ბიბლიური თავისუფლება.

2. თუ რომელიმე პროექტის დაფინანსება გინდათ, იმავე ანგარიშზე ჩარიცხვისას, წინ პროექტის დასახელება მიუთითოთ.
3. თუ ფიქრობთ კონკრეტული პოლიტიკოსი გირჩევნიათ ლობისტად და თქვენს წარმომადგენლად პარლამენტში, შეგიძლიათ პოლიტიკოსის დაფინანსებაც, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
იაგო ხვიჩიას შემთხვევაში ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ამ ანგარიშზე:
თიბისი : GE25TB7963245068100002.
პ/ნ 29001003723
4. მოიტანოთ თქვენი პროდუქტის რეკლამა გირჩი TV-ს რომელიმე პროდუქტის
სპონსორად.
შეგახსენებთ, "გირჩი" ახლაც და მომავალშიც, უარს აცხადებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემოსავლის მიღებაზე. ამას, ამ ქვეყანაში სწორი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის და პოლიტიკოსის პროფესიის შექმნისთვის ვაკეთებთ.
ყოველი თქვენგანის წვლილი მნიშვნელოვანია, ყველაფერი აღირიცხება და
ანაზღაურებული იქნება GED- ებით.

Comments