სიახლეები

305 Views
Girchi News გირჩი

რა არის საჭირო იმისთვის, რომ გირჩის სამეფოში მოხვდეთ

როგორც იცით, გირჩს მხარდამჭერებთან აქტიური კომუნიკაცია ჩვენი ფეისბუქ ჯგუფების საშუალებით აქვს, ასეთი ჯგუფი სულ ორია, გირჩის ბაბლი და გირჩის სამეფო.

ეს უკანასკნელი გირჩის სამეფოს დაარსების დღიდან ფუნქციონირებს, სადაც ამ ეტაპზე სხვადასხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება.

მათთვის ვინც ჯერ კიდევ ერ ხართ გაწევრიანებული სამეფოს ჯგუფში, გთავაზობთ იმ მარტივი წესების ჩამონათვალს, რაც არის საჭირო ჯგუფში მოსახვედრად.

  1. უნდა ეთანხმებოდეთ გირჩის კონსტიტუციას

გირჩის კონსტიტუცია იხილეთ ამ ბმულზე.

  1. უნდა იყოთ დარეგისტრირებული ჩვენს პორტალზე

პორტლაზე რეგისტრაციის ლინკი იხილეთ ამ ბმულზე.

     3.  ასევე უნდა ფლობდეთ მინიმუმ 1 GeD- (Georgian Dollar)

 

როგორ უნდა მიიღოთ GeD-ი?

ამის რამდენიმე გზა არსებობს:

  1. გირჩის პორტალიდან დააფინანსეთ თქვენთვის სასურველი პოლიტიკოსი, ან სასურველი პროექტი. ყოველი შემოწირულობის გაკეთების დროს, სისტემა შესაბამის ლარებს იმ დღის კურსით დოლარში დააკონვერტირებს და მიღებული რიცხვი GeD-ების სახით დაგერიცხებათ.

დონაციის ლინკი.

  1. ასევე შეგიძლიათ GeD-ების ყიდვა, ჯედების ყიდვა-გაყიდვის ფეისბუქ ჯგუფში (გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშებს შორის გადარიცხვის საკომისიო 3%-ია)

​​​​​​​ჯედების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფის ლინკი.

სამეფოს ჯგუფის ლინკი.

                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments