სიახლეები

"ცესკომ" დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ხმების გაყალბება სცადა

როგორც იცით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მეორე ტური გარანტირებულია, თუმცა დღის მანძილზე ჩატარებულ ბრიფინგებზე კომისია იუწყებოდა, რომ მეორე ტური ანა დოლიძესა და გია ვოლსკის შორის იყო მოსალოდნელი.

ხმების საოლქო უბნების ოქმებით გადათვლის შემდეგ, მონაცემები ასეთია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 14429 ხმა, ანა დოლიძე 12381 ხმა.

ცესკოს საიტზე ატვირთული ოქმების მომაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში:

მე მაქვს 14,429 ხმა. უნდა მქონდეს 14,529, ერთი შესწორების ოქმის მონაცემი არ არის შეყვანილი

ანა დოლიძეს აქვს 12,381 ხმა

ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს რომ ასეა

და აცხადებენ რომ 9 ხმით წავაგე

                                                                                                                  - წერს ჯაფარიძე საკუთარ Facebook გვერდზე.

ამ მომენტისთვის results.gov.ge-ზე "გირჩის" ლიდერის მონაცემები გასწორებულია, თუმცა ანა დოლიძეს ისევ 14438 ხმა აქვს, ოქმების მიხედვით კი -12381, რაც 2057 ხმით მეტია რეალურ შედეგზე.

შეგახსენებთ, რომ ეს მონაცემები საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავად გადათვალოს ხმები.

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments