სიახლეები

48 Views
პოლიტიკა

კობახიძის დაწერილი კონსტიტუციის რა ნაწილს აფასებს იაგო ხვიჩია დადებითად

ირაკლი კობახიძის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, 2024 წლიდან უკეთესი საპარლამენტო სისტემა გვექნება და ეს კონსტიტუცია მისი დაწერილია. 

იაგო ხვიჩიამ ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" ირაკლი კობახიძესა და ახალ კონსტიტუციაზე ისაუბრა. როგორც გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, კობახიძემ, მართალია, უკვე ამოწურა თავისი თავი პარლამენტში, მაგრამ მისი დაწერილი კონსტიტუციით (ის გახლდათ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე), მომავალში უკეთესი მმართველობა გვექნება. 

კონსტიტუციაში არის რაღაც მუხლები, რაშიც მე მას ვეთანხმები, არა ადამიანის უფლებების ნაწილი,(სადაც სიგიჟეებიც წერია) არამედ Checks and Balance ნაწილში - ძალაუფლების კონტროლი პარლამენტის მიერ. მართალია, არ გვაქვს ბიპოლარული სისტემა, მაგრამ ზოგადად, 2024-დან ჩვენ ნორმალურ საპარლამენტო სისტემას ვღებულობთ და ბედის ირონიაა, რომ კონსტიტუცია, რომელსაც, ფაქტობრივად, ლეგიტიმაცია არ ჰქონია (არავის არ დაუჭერია მხარი), შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის ასატანი გახდეს.

მიუხედავად ამისა, იაგო ხვიჩიას გაუგებრად მიაჩნია, თუ რატომ არ შეიძლება 2020 წელსვე ამოქმედდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც 2024 წლისთვისაა დაგეგმილი.

Comments