სიახლეები

150 Views
განათლება

მასწავლებლები VS Playstation

გირჩის სკოლის მასწავლებლების შერჩევის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

დღევანდელ გადაცემაში ზურა ჯაფარიძემ მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა.

"ჩვენ გვექნება ისეთი სკოლა, სადაც ბავშვებს არაფერს დავაძალებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი შემოდის სკოლაში, სადაც ხვდება ცოდნის ძალიან ფართო მენიუ და მას თავად შეუძლია აირჩიოს, რა გააკეთოს. ნებისმიერი მასწავლებლისთვის იქნება გამოწვევა, საკუთარი საგნის სწავლების პროცესი ისე დააორგანიზოს, რომ ბავშვებისთვის საინტერესო გახადოს და ისინიც ნებით მიდიოდნენ მასთან „სათამაშოდ“.

ჯაფარიძის თქმით, სკოლაში ისეთი ოთახიც იქნება, სადაც ბავშვებს სონის ფლეისთეიშენებზე თამაში შეეძლებათ, თუმცა ნებისმიერ მასწავლებელს, არ აქვს მნიშვნელობა, რას ასწავლის იგი, ფიზიკას, მათემატიკას, თუ ნებისმიერ სხვა საგანს, მიზნად უნდა ჰქონდეს, რომ საგანი ბავშვებამდე ისე მიიტანოს, რომ მათ ფლეისთეიშენით თამაშს მასწავლებელთან ერთად მეცადინეობა ამჯობინონ.

"ნებისმიერ მასწავლებელს მოუწევს კონკურენცია გაუწიოს ფლეისთეიშენს, რადგან არავინ ბავშვს მასთან ძალით არ მიიყვანს ".

მასწავლებლობის მსურველები დარეგისტრირდით საიტზე www.girchishcool.com

Comments