
Tesla პლანეტაზე ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა
ილონ მასკის ელეტრომობილების (Tesla) ბიზნესის ღირებულებამ საფონდო ბირჟის, S&P 500 ინდექსის მიხედვით, ბევრ ცნობილ დიდ კომპანიას გადაუსწრო.
ოთხშაბათს თესლას აქციათა ღირებულებამ 4%-ით მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო აქციის ფასმა რეკორდული თანხა, $1,120 შეადგინა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი თითქმის $210 მილიარდი გახდა.
ამის შედეგად, Tesla პლანეტაზე ავტომობილების ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცა, მეორე ადგილზე კი Toyota-მ გადაინაცვლა. Tesla საბაზრო კაპიტალის მაჩვენებლით ისეთ ცნობილ კომპანიებსაც გადაუსწრო, როგორებიცაა Coca-Cola, Disney, Cisco, Merck და Exxon Mobil.
ავტორი: პოლინა აბზიანიძე