სიახლეები

265 Views

ანზორ ბიწაძე: 00:30-ზე რომ გეუბნებიან, 160 ათასი მოქალაქე იძულებით კარანტინშიაო, ეს პანიკას ამძაფრებს

''დემოკრატიული მოძრაობის'' წევრმა, ანზორ ბიწაძემ, ''გირჩი ტივის'' ეთერში საგანგებო მდგომარეობასა და კორონავირუსზე ისაუბრა. 

მისი აზრით, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ცუდი მაგალითის მქონე ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი და ირანი. რასაც  იტალიის მაგალითზე, ორი მიზეზი აქვს, პირველ ეტაპზე საფრთხის უგუნებელყოფა და მეორე გადაჭარბებული რექაციებით იყო გამოწვეული.

''დემოკრატიული მოძრაობის'' წევრი მიიჩნევს, რომ იტალიის ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და გავრცელების შემდეგ საავადმყოფოების პარალიზებამ სისტემა სრულად ჩამოშალა.

ბიწაძის აზრით, ჩინეთმა ბრუტალური ძალის გამოყენებით პანდემია ჩაახშო. სამხრეთ კორეამ კი თავისი სრულყოფილი და დახვეწილი მექანიზმები ეფექტურად აამუშავა, რომლებსაც ოცი წლის მანძილზე, დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმნელად იყენებდა. აქედან ჩვენ ვხედვთ, რომ პრობლემების მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი, ეს არის იძულებითი კარანტინი და მეორე, დემოკრატიული საზოგადოების გზა, რომლემაც ტანკებს სხვა ზომები ამჯობინა.

ბიწაძემ აშშ-ს მაგალითიც განიხილა და თქვა, რომ ამერიკაში საწყის ეტაპზე ყველა შტატის გუბერნატორმა, ხელი ვაშინგტონისაკენ გაიშვირა. რის შემდეგაც ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო, ბიუროკრატიული მექანიზმების მაქსიმალურად დაჩქარების, რათა შტატებს დახმარებოდა. ასევე ყველა შტატმა მოითხოვა, რომ პრეპარატების მიწოდებაში ფედერალურ ხელისუფლებას მონაწილეობა მიეღო.

დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ითვლებ, ჩვენ კარგად დავინახეთ რომ ისიც კი ამ კრიზისთან ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდა.იმის მიუხედავად რომ ისინი ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ დაწესებულებები არ დაეხურათ, რათა ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო. ბრიტანეთის ხელისუფლებას საკუთარი მოსახლეობის მაღალი თვითშეგნების იმედი ჰქონდა, რამაც საბოლოო ჯამში არ გაამართლა-აღნიშნა ბიწაძემ.

მარჩიელობის ნაცვლად, მოსახლეობას რომელიც ცოტახანში ლუკმა პურის გარეშე დარჩება, ხელისუფლებამ პუნქტებად გაწერილი გეგმა უნდა შესთავაზოს

''ჩემი აზრით, ეს გეგმა უნდა იყოს სამპუნქტიანი. პირველ რიგში, რა ზომების მიღებას ვაპირებთ, უახლოესი სამი თვის მანძილზე, როდესაც პანდემია პიკზე იქნება ასული. მეორე, ერთი წლის განმავლობაში რა ღონისძიებების გატარებას ვაპირებთ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა გამოღვიძებას დაიწყებს. და ბოლოს ორ წლიანი გეგმა, როგორ ჩავდგეთ სტაბილურ რეჟიმში,''- განაცხადა ბიწაძემ.

პოლიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის მენეჯმენტია.'' მე არ ვისაუბრებ ბურჯანაძეზე, ავიღოთ რაიმე x პარტია, რომელსაც ჰყავს სერიოზული  გამოცდილების მქონე  ადამიანები, ეკონომიკისა და განათლების სფეროში, სწორედ ასეთი ადამიანების გამოყენებაა ამ დროს მნიშვნელოვანი''-აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ყველა პარტიის ინტელექტუალურ პოტენციალს გამოიყენებდი, რომელიც კრიზისულ სიტყაციაში ქვეყანას გამოადგებოდა.

                                                                                                               -განაცხადა ანზორ ბიწაძემ

 საზოგადოების ინფორმირების საკითხზე ბიწაძე მიიჩნევს, რომ  უფრო სწორი იქნებოდა, ეს დასალური ქვეყნების მაგალითზე გაგვეკეთებინა, რაც გულისხმობს ბრიფინგს დღეში ერთხელ სადაც დღის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმოხილვა იქნებოდა, რაც გარკვეულწილად საზოგადოებაში პანიკას შეამცირებდა.

როდესაც ღამის პირველის ნახევარზე გეუბნებიან, რომ ქვეყნის 160 ათასი მოქალაქე იძულებით კარანტინშია, ეს პანიკას ამძაფრებს

                                                            -აღნიშნა ''თავისუფალი ბაზრის'' ეთერში, ანზორ ბიწაძემ.

                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე

Comments