სიახლეები

რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ე.წ. სტრატეგიული ობიექტების პრივატიზებაც - ბადრი ჯაფარიძე

მე მგონია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება არც არაფერი არ უნდა იყოს, სახელმწიფო რომ ცუდი მენეჯერია, არ არის ჩვენი მოგონილი. ვერც ერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ე.წ. მემარცხენე, სადაც სახელმწიფო უკეთესი მენეჯერი ან მმართველია. საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მათ შორის, ე.წ. სტრატეგიული ობიექტების პრივატიზება. იმისთვის, რომ ეს ქონება იქნას მართული ეფექტურად, სხვაგვარად ჩვენ გვექნება კატასტროფულად წამგებიანი რკინიგზა და სხვა საწარმოები, ელექტროსისტემა და ა,შ, იმიტომ, რომ ისინი არ იმართებიან ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპიდან გამომდინარე. 

როგორც ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ "თავისუფალ ბაზარში" აღნიშნა, იმ მიმართულებით, რომ საჭიროა პრივატიზაციის პროცესის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, აბსოლუტური თანხვედრა აქვს "გირჩთან". რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, ლელო ბოლომდე არ იზიარებს პროკურორებისა და პოლციის უფროსების არჩევითობას, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვენი პოსტსაბჭოთა სზოგადოება ამისთვის მზად არ არის.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments