სიახლეები

182 Views
პოლიტიკა

სად იკვეთება ნიკა მაჭუტაძისა და "გირჩის" იდეები?

პოლიტიკური პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ "თავისუფალ ბაზარში" პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის დეცენტრალიზაციასა და კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაჭუტაძის თქმით, იმისთვის, რომ რეპრესიული სამართლებრივი სისტემა შეიცვალოს, კონსტიტუციის ახლიდან დაწერაა საჭირო, რადგან ეს სისტემა ისეთია, როგორც წერია კონსტიტუციაში. 

ეს რეპრესიული და ინკვიზიციური მეთოდები, რომელიც აქვს შსს-ს , პროკურატურას, სასამართლოს, ეს ყველაფერი ცალ ცალკეა გამოსაყოფი. არჩევითობა უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და მექანიზმი იქნებოდა იმისათვის, რომ ასეთი მონები და უცხვირპირო ხალხი არ მოხვედრილიყო ასეთ საპასუხისმგებლო საქმეზე, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება, რადგან არჩევითია მაჟორიტარობაც და შედეგს ვხედავთ. ის არგუმენტები, რომელიც შეიძლება მოვისმინოთ, რომ ამისთვის მზად არ ვართ, სისულელეა. 

როგორც ნიკა მაჭუტაძე აღნიშნავს, დეცენტრალიზაციას და ძალაუფლების დანაწილებას, ნებისმიერ შემთხვევაში მიესალმება და "გირჩთანაც" ითანამშრომლებს ამ მიმართულებით

"მიმაჩნია, რომ დეცენტრალიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, პოლიტიკურ დონეზე,სამართლებრივ დონეზე, განათლების სისტემის დონეზეც რაც უფრო მეტი მოხდება არის, უკეთესი. ადამიანები ადგილზე უნდა წყვეტდნენ თავიანთ ბედს, თავიანთი გემოვნების მიხედვით უნდა მოაწყონ ცხოვრება, ეს მომგებიანიც არის და შედეგიანიც. მოქალაქეების პოლიტიკური განვითარრების თვალსაზრისითაც უკეთესია."

- ამბობს მაჭუტაძე "თავისუფალ ბაზარში".

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის თქმით, ის, როგორც კონსერვატორი, კერძო საკუთრებას ყველაზე წმინდათა წმინდად მიიჩნევს და იმისთვის, რომ ეს საკუთრება დაიბრუნოს ხალხმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივები უნდა გაიყიდოს პრივატიზაციით და ადამიანებს დაუბრუნდეთ ქონება. 

ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ საკუთრების უფლებაც, ადამიანის უფლებაც, ეს ყველაფერი ჩვენ გვქონდა, უბრალოდ მოვიდა 1921 წელს ყველაზე უფრო ბნელი ხალხი ამ სამყაროში და დაგვავიწყეს, არა მხოლოდ დაგვხოცეს, გაგვანადგურეს და დაგვიპყრეს, არამედ შემოაღწიეს სიმსივნესავით ჩვენს ცნობიერებაში, მენტალობაში, რომელიც გადაასხვაფერეს და გადააჯიშეს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments