სიახლეები

ქვეყნის გახსნა - გამდიდრების წინაპირობა - ნაწილი მე-8

როგორ არის შესაძლებელი ბოლშევიკების მიერ წართმეული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნების შემდეგ მისი ღირებულების შენარჩუნება და როგორ უნდა აისახოს ეს ადამიანთა ჯიბეზე. 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თვლის, რომ ქვეყანა ყველასთვის გახსნილი უნდა იყოს და თუ გვინდა ჩვენს ქონებას რაიმე ღირებულება გააჩნდეს, ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს მისი შეძენის შესაძლებლობა. 

რაც უფრო მეტს ადამიანს ექნება ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის უფლება, მით უფრო მაღალი იქნება ამ აქტივების ფასი, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება მისი შეძენის საშუალება, მით უფრო დაბალი იქნება მისი ფასი. გასაუქმებელია ნებისმიერი აკრძალვა, რომელიც უკრძალავს უცხოელს საქართველოში შემოსვლას და რაიმეს შეძენას. თითოეული ასეთი რეგულაცია გვაღარიბებს. "ქართული ოცნების რეგულაციამ, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვაზე, გააღარიბა მოსახლეობის დიდი ნაწილი. 

  • პირველი - ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება შექმნან არსებული სახელმწიფო სისტემისგან თავისუფალი საგანმანათლებლო სისტემები,
  • მე-2 - დავიბრუნოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონება და გავხსნათ ქვეყანა ყველასთვის, რომ გაიზარდოს მოთხოვნა ჩვენს ხელთ არსებულ, ქონებაზე, ცოდნასა და უანრებზე.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე ფინალურ ვიდეოში.

იხილეთ ვიდეოთა ციკლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილები.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments