სიახლეები

ციფრული ვალუტა GeD-ის ფასის დინამიკა

გირჩის ციფრული ვალუტა GeD-ის ერთმანეთში გაცვლა ისევ გრძელდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში GeD-ის მფლობელებს შორის, ერთმანეთში, 1655 ლარის GeD გაიცვალა.

3 დეკემბრის მდგომარეობით, 1 GeD-ის ფასი ბაზარზე არის 0,35 თეთრი, რაც 14 აგვისტოს ფასთან შედარებით დაახლოებით 20%-ით მეტია.

GeD-ის ფასი 28 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 0,47 თეთრი იყო, რაც 14 აგვისტოსთან შედარებით დაახლოებით 62%-იანი მატებაა.

დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარზე GeD-ის საშუალო ფასი დაახლოებით 0,37 თეთრია.

9 სექტემბრიდან 3 დეკემბრამდე, ჯამში, გაიცვალა 10,188 ლარის GeD.

GeD - ფასის დინამიკა 9 სექტემბრიდან 03 დეკემბრამდე

შეგახსენებთ, რომ GeD არის "გირჩის" ციფრული ვალუტა, რომლის "გირჩისგან" შეძენის შემთხვევაში ავტომატურად ხდებიან "გირჩის" პარტნიორები და მონაწილეობას იღებენ პარტიის მართვასა და პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენაში.

ამავე პორტალიდან "გირჩის" დაფინანსების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად გერიცხებათ შესაბამისი რაოდენიბის GeD და ხდებით "გირჩის" პარტნიორი.

სწორედ GeD-ების საფუძველზე ჩამოყალიბდა გირჩის მმართველი საბჭო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აირჩიეს.

სხვა სიახლეები GeD-ის შესახებ


- გირჩის ციფრულ ვალუტას უკვე ლარით ყიდულობენ

- რამდენად გაყიდა გოგა ხაჩიძემ 2.4 მლნ ჯედი?

- გირჩმა პარტიის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა გაუშვა

- გირჩის ტოტალიზატორში აზარტულმა მოთამაშეებმა 140,000 GeD წააგეს

როგორ იცვლება GeD-ის ფასის დინამიკა ბოლო 5 დღის განმავლობაში

- Ged-ის ფასის დინამიკა

ავტორი: ლევან ჯგერენაია

Comments