სიახლეები

1118 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყანაში სრული ბარდაგია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხის განაკვეთი გაზარდა 8.5%-მდე და 100 ათასზე მეტ ადამიანს გაუძვირა არსებული სესხი.

თემას ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყანაში სრული ბარდაგია:

"შინაარსი რომ გასაგები იყოს:

მთავრობა არის პასუხისმგებელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ერ. ბანკი არის პასუხისმგებელი ფასების სტაბილურობაზე - ინფლაცია რომ არ გაიქცეს.

ამავე დროს ხელისუფლებაში, და არა მხოლოდ, სჯერათ რომ ეკონომიკა მართვადია და შესაძლებელია ხელოვნურად წაახალისო ზრდა, მოიგერიო ‘საგარეო შოკები’ და ა.შ.

ჩვეულებრივი რელიგიაა თავისი არსით.

ნუ, ნაწილისთვის ცხადია, მეორე ნაწილი უბრალოდ ფულს აკეთებს ამ რწმენაზე, ზუსტად ისე, როგორც სტანდარტული რელიგიების შემთხვევაში, უბრალოდ აქ მეტი ფულია, ჯამში.

ამისთვისაა (თითქოს) საჭირო ქართული ლარი, ეროვნული (ცენტრალური) ბანკი და ე.წ. მონეტარული პოლიტიკა (სინამდვილეში ადამიანების ‘უხილავი’ დაბეგვრის და ძალაუფლების შეანრჩუნების შედარებით დახვეწილი მექანიზმია).

ესაა მოცემულობა.

ახლა რა ხდება: ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით ქვეყანაში სრული ბარდაგია.

იმის გამო, რომ აზრი არავის მოეკითხება, ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტირებად მაკრო დონეზე სავალუტო ფონდის რჩევები განიხილება, ხოლო შედარებით მიკრო დონეზე ევროკომისიის რეკომენდაციები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

შედეგად ეკონომიკას დედა აღარ ჰყავს, კიდევ კარგად უძლებს ამდენ …ს.

შეშლილი უნდა იყო, ამ ქვეყანაში ჩადო დიდი ფული გრძელვადიან პროექტში, როცა 5 და 10 წლის მერე კი არა, ზეგ რა გარემო იქნება, მაგის გათვლაც კი შეუძლებელია.

ეკონომიკის დასუსტება პირდაპირ აისახება ლარზე. წლებია ლარსაც დედა აღარ ჰყავს, სხვა ვალუტებს უფრო ვენდობით ვიდრე ლარს.

ამის გამო, გენიოსებმა ზემოთ გადაწყვიტეს რომ მონეტარული პოლიტიკის ერთერთ ბერკეტს სათანადო ეფექტურობით ვერ იყენებენ (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ ეს ამ ხელისუფლების დაწყებული არ არის, ისევე როგორც ბევრი სხვა მავნებლობა) და საჭიროა ხელოვნური … ლარიზაცია.

შესაბამისად დაიწყეს ლარის გამოყენების წახალისება + იძულება

გახსოვთ ალბათ -

სესხები ლარში უფრო იაფი იქნება.

გარკვეულ ოდენობამდე სესხები მხოლოდ ლარში იქნება.

ფასები ყველგან ლარში უნდა იყოს მითითებული.

და სხვა ბოდვა-იდიოტობები

ამის პარალელურად, ეკონომიკის სტიმულირების მიზნით (რაც თავის მხრივ საბოლოო ჯამში ძალაუფლების შენარჩუნების მიზანს ემსახურება) როგორც სჩანს ერ. ბანკს ფულიც დააბეჭდინეს

მეტი და შედარებით იაფი ფული, მოკლევადიან პერსპექტივაში, ნიშნავს მეტ ეკონომიკურ აქტივობას - ანუ ილუზიას, თითქოს საქმე კარგად არის

მაგალითად, არჩევნების მოგება თუ გინდა, გაზარდე ფულის მასა, შექმენი ეკონომიკური ბუმის ილუზია, მოიგე არჩევნები, ხოლო მერე, როდესაც ამას ფასების ზრდა მოჰყვება, დააბრალე ყველაფერი ‘გარე ფაქტორებს’, რუსულ ემბარგოს ან ‘რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას’, ან, ბოლოს და ბოლოს, გაწირე ერ. ბანკის პრეზიდენტი და ეგაა.

ეს ხდება ახლაც.

დედაგაბახებული (მათ შორის ხელოვნური ლარიზაციით) ეკონომიკის სტიმულირების მიზნით გაზრდილმა ფულის მასამ გამოიწვია ფასების ზრდა (6.4%).

ინფლაციის შეკავების მიზნით ერ. ბანკმა გაზარდა რეფინანსირების სესხის განაკვეთი 8.5%-მდე და სესხი გაუძვირა 100,000-ზე მეტ ადამიანს.

ქრესტომათიული ნიმუშია რა მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის მართვას -

ჯამში ყველას სახე გვძვრება, მაგრამ ყველაზე მეტად ის იპრესება, ვინც ან ენდო სახელმწიფოს და სესხი ლარში აიღო ან სახელმწიფომ აიძულა სესხის ლარში აღება. არ შეიძლება სახელმწიფოსთან ერთად ლოგინში, არც ნებით, არც ძალით. განსაკუთრებით როდესაც სახელმწიფო უვიცი აროგანტების ხელშია

- წერს ზურაბ ჯაფარიძე, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე.

 

Comments