სიახლეები

საკანონმდებლო ინიციატივა, "ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ, ჩავარდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა "ბიბლიური თავისუფლების" წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო.

ეს საკანონმდებლო წინადადება საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის მიერ იყო წარდგენილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად. ტომარაძე სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლიდან, სადაც არის ჩამონათვალი, თუ ვინ შეიძლება მოითხოვოს სამხედრო სამსახურის გადავადება, სიტყვა მღვდელმსახურის ამოღებას გეგმავდა.

თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებას ზვიად ტომარაძე აპროტესტებს და აცხადებს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე კონფესიების ინტერესების დაცვა.

რა გამოდის, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე მაღლა, კონფესიების აზრს აყენებს? კომიტეტმა კენჭი უყარა კანონპროექტს და როგორც მოსალოდნელი იყო წინააღმდეგ მისცა ხმა! ტყუილად გაქვთ ამათგან რაიმე კარგის იმედი, პარლამენტართა უმრავლესობა პარლამენტიდან გამოსაძევებელია!

- წერს ტომარაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. 

2017 წელს “გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” დაარეგისტრირა, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. "ბიბლიურმა თავისუფლებამ" ამ დროისთვის 25 ათასზე მეტი ახალგაზრდა დაიხსნა სავალდებულო მონობისგან.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments